რუსებმა შეცდომა გაასწორეს: მარიკა პერტახიას მონაცემებში უკვე საქართველო წერია

AutoSharing Option
ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სოჭი 2014-ის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე რუსეთის ნაკრების წევრის, მოთხილამურე მარიკა პერტახიას მონაცემებში გალი რუსეთის ტერიტორიად იყო მოხსენიებული.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აღნიშნული შეცდომა გასწორდა.

"ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს, ასევე, სოჭი 2014-ის საორგანიზაციო კომიტეტის მესვეურებს და აღნიშნული შეცდომის გასწორება ვთხოვეთ. როგორც ხედავთ, შეცდომა გამოსწორდა",
- განაცხადა სოჭში მყოფმა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რეაგირების შემდეგ 1992 წლის 15 დეკემბერს დაბადებული სპორტსმენის, 21 წლის მარიკა პერტახიას ოფიციალურ მონაცემებში - დაბადების ადგილის გასწვრივ წერია: საქართველო, გალის რაიონი, აფხაზეთის რესპუბლიკა.

თავდაპირველად მონაცემები ასე გამოიყურებოდა:

Sportall.Ge

წყარო: msy.gov.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ანუ ვაღიარებთ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა?
თენგო
17:18 10-02-2014
0
"მაგარი" მიღწევაა!!! ისევ აფხაზეთის რესპუბლიკა უწერია. სად არის სიტყვა "ავტონომიური"? ტრაბახის დაწყებამდე გააკეთეთ რა, საქმე ბოლომდე
მერაბ
15:30 10-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული