სოჭი 2014: ფრისტაილი. სკი-სლოუპსტაილი - ერთ ცდით მოგებული ოქრო

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადაზე ფრისტაილის მეორე სახეობაში - სკი-სლოუპსტაილში ნამდვილად არ იყო ფავორიტების დღე: ტრასაზე, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა ბარიერით (რეილები, კვოტერპაიპები, ტრამპლინები), ჯერ კიდევ კვალიფიკაცია ვერ გაიარეს ლიზა ციმერმანმა (მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლის ლიდერი) და კაია ტურსკიმ (X-Games-ის ოთხგზის ჩემპიონი).

ტურნირის ჩატარების ფორმატი მარტივი იყო: გამოვარდნის სისტემა ნახევარფინალებითა და ფინალებით. თითო რაუნდში სპორტსმენს ორი ცდის უფლება ჰქონდა.

ფავორიტების წაფორხილებით კარგად ისარგებლა დარა ჰოუელმა. კანადელმა იოლად გაიარა კვალიფიკაცია და უკვე პირველ ფინალურ ცდაზე, პრაქტიკულად, იდეალურად შეასრულა პროგრამა, რითაც 94.2 ქულა მიიღო და
მისი დამწევი აღარავინ ჩანდა.

პოდიუმი შეავსეს ამერიკელმა დევინ ლოგანმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება ჰაფპაიპში და კანადელმა კიმ ლამარმა. ამ უკანასკნელმა მთლიანად ჩააგდო პირველი ცდა, მაგრამ მეორეზე კონცენტრაცია მოახდინა და მეოთხე ადგილამდე დააქვეითა ავსტრალიელი ანა სეგალი.

მთელი ფინალის განმავლობაში, მაყურებელმა უამრავი დაცემა იხილა, მაგრამ ყველაზე მეტად დაზარალდა იუკი ცუბატა: ბოლო ტრამპლინზე კანადელმა დაშვების ზონამდე ვერ მიაღწია და ტრასიდან საკაცით გაიყვანეს.

დარა ჰოუელი
დაიბადა: 23 აგვისტო, 1994
სიმაღლე: 1.78 მ
წონა: 57 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, სლოუპსტაილი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2013); Winter X Games-ის 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2012, 2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული