სოჭი 2014: ტრამპლინიდან ხტომა - ახალი ისტორია გერმანელმა დაწერა

AutoSharing Option
სოჭში ერთგვარად ისტორიული დღე იყო. პირველად ზამთრის თამაშებზე, იმართებოდა შეჯიბრება ქალებს შორის ტრამპლინიდან ხტომაში.

ისტორიაში შესვლის ორი მთავარი პრეტენდენტი იყო იაპონელი სარა ტაკანასი და ავსტრიელი დანიელა ირაშკო-შტოლცი. ოქროს კანდიდატად სხვა მხტომელს არ განიხილავდნენ.

მაგრამ სოჭის ტრამპლინზე 11 თებერვალს სენსაცია მოხდა: ტაკანასიმ, რომელსაც ამ სეზონში მსოფლიოს თასის 13 ეტაპიდან 10 ჰქონდა მოგებული, ორივე ნახტომი ძალიან ცუდად შეასრულა და პოდიუმზე ასვლაც ვერ შეძლო. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ოლიმპიადა მსოფლიოს თასი არ არის და აქ იმარჯვებს არა უძლიერესი, არამედ კონკრეტულ მომენტში საუკეთესო.

რაც შეეხება ავსტრიელ ირაშკო-შტოლცს, რომელიც ამ სეზონში მუდმივად აგებდა ტაკანაშისთან, ის დომინირებდა ოფიციალურ ვარჯიშებზე და ამით კარგი ფორმა დაადასტურა. 11 თებერვალს მას ფანტასტიკური მეორე ცდა ჰქონდა - 104.5 მეტრზე გაფრინდა, მაგრამ დაშვებისას შეცდომამ მხოლოდ მეორე ადგილი მოუტანა.

ქალებს შორის ტრამპლინიდან ხტომაში ზამთრის თამაშების პირველი ჩემპიონი გახდა გერმანელი კარინა ფოგტი. მან ორი სტაბილური და ღირსეული ნახტომი შეასრულა. სხვათა შორის, ბუნდესმწვრთნელის, ანდერს ბაუერის შეგირდს მეორე ცდაზე უსიამოვნო ქარი შეხვდა, მაგრამ ამ დაბრკოლებასაც გაუმკლავდა.

ირაშკო-შტოლცთან და ფოგტთან ერთად, პოდიუმზე ფრანგი კოლინ მატელიც ავიდა - მას ბრინჯაო ერგო.

კარინა ფოგტი
დაიბადა: 5 თებერვალი, 1992
სიმაღლე: 1.71 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, საშუალო ტრამპლინი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული