სოჭი 2014: ციგაობა - ყველაზე კარგად ნატალი სრიალებს

AutoSharing Option
კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ციგაობა გერმანელების სპორტია. მას შემდეგ, რაც მამაკაცებს შორის ფელიქს ლუქსმა ლეგენდარული კონკურენტები დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა, 11 თებერვალს მისგან ესტაფეტა ნატალი გაიზენბერგერმა გადაიბარა. მან და მისმა თანამემამულემ ტატიანა ჰუიფნერმა პირველი ცდის შემდეგ დაისაკუთრეს პირველი და მეორე ადგილები. მათ კვალში ჩაუდგა ამერიკელი ერინ ჰემლინი და ეს სამეული ოთხი ცდის ჯამში აღარ შეცვლილა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გაიზენბერგერის გამოსვლა, რომელმაც მთავარ კონკურენტებს წამზე მეტი მოუგო, ასეთი რამ კი ციგაობაში თითქმის არ ხდება.

სოჭის საციგაო ტრასაზე ერთ უსიამოვნო ინციდენტს
ჰქონდა ადგილი: უკრაინელი ელენა შხუმოვა მაღალ სიჩქარეზე ციგიანად ამოტრიალდა ტრასაზე. საბედნიეროდ, ყველაფერი ტრავმის გარეშე დასრულდა.

ნატალი გაიზენბერგერი
დაიბადა: 5 თებერვალი, 1988
სიმაღლე: 1.83 მ
წონა: 77 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, 5000 მ
ბრინჯაო - ვანკუვერი 2010
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი (2009, 2013), 3-გზის ვერცხლის პრიზიორი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს თასის მფლობელი (2013), 4-გზის მეორეადგილოსანი, ერთგზის მესამეადგილოსანი; ევროპის ჩემპიონი (2008).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული