
გადაწყვეტილება ამის შესახებ სოკ-ის 127-ე არაგეგმიურ სესიაზე მიიღეს, რომელიც 8-9 დეკემბერს მონაკოში იმართება.
შეგახსენებთ, რომ სოკ-მა კოსოვოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინასწარ აღიარებაზე ოქტომბერში გამოაცხადა.
კოსოვოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1992 წელს დაარსდა. ამჟამად მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის 30-ზე მეტი ეროვნული ფედერაციაა გაერთიანებული.
კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, რასაც ბელგრადი არ ცნობს. სერბეთისა და კოსოვოს რესპუბლიკის ტერიტორიები ადმინისტრაციული საზღვრითაა გამიჯნული. კოსოვოს დამოუკიდებლობა ასზე მეტმა ქვეყანამ აღიარა.