"თბილისი-2015"-ისთვის ახალი სპორტის სასახლე ვერ ესწრება!

AutoSharing Option
"თბილისი-2015"-ის მასპინძელი ბაზების სიაში ცვლილებაა - კანდიდატებიდან ამოვარდა ხელბურთის დარბაზად წოდებული სპორტის კომპლექსური სასახლე, რომელიც საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შენდებოდა. მას ხელბურთის ტურნირისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა მშენებლობა მეტისმეტად გვიან დაიწყო და ეს ცვლილებაც ამან გამოიწვია.

მართალია, მშენებარე კომპანია ახლაც იძლევა გარანტიას, რომ შენობას დათქმულ ვადებში ჩააბარებს, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტმა არ გარისკა და სათადარიგო ვარიანტზე გადაერთო.

მხოლოდ დასრულებაც ბევრს არაფერს ნიშნავს (თუმცა საკითხავია, ასე ნაჩქარევად აშენებულის ხარისხიც რამდენად სანდო იქნება), რადგან შენობის შიდა ინტერიერის კეთილმოწყობასაც დიდი დრო უნდა და რაც მთავარია, დასამონტაჟებელია
თანამედროვე აპარატურა და ელექტროსისტემა, ჩასატარებელია სატესტო შეჯიბრება...

ვაიდა, მუშა პროცესში, ტესტირებისას რაღაც გადაუჭრელი ხარვეზი აღმოჩნდეს, მერე სხვა ობიექტზე გადასასვლელად, განა გადასაწყობად დროც აღარ რჩება. ამიტომ საორგანიზაციო კომიტეტის არგუმენტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სამთავრობო კომისიაც დაეთანხმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც და ამ ფესტივალთან დაკავშირებული სხვა მმართველი სტრუქტურებიც.

თავდაპირველად საორგანიზაციო კომიტეტს სათადარიგო ვარიანტად "არენა" ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობაც საეჭვო იყო. ეს ეჭვიც დადასტურდა და ხელბურთის ტურნირი არა იქ, არამედ სპორტის სასახლეში ჩატარდება, ანუ იქ გამწესებულ სახეობებს ჩაანაცვლებს.

ახლა სწორედ ეს პროცესი მიდის - თავიდან გადაანაწილონ სახეობები ბაზების მიხედვით.

ხელბურთის დარბაზთან და საცურაო აუზთან დაკავშირებით პრეტენზიები ყოველთვის არსებობდა, თუმცა უფრო პრობლემური ხელბურთის ბაზა იყო.

მშენებლობის დაგვიანებაზე, მის ნელ ტემპზე ერთნაირად საუბრობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ ორივე ბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყო და ლევან ყიფიანთან სპორტის საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ეს ბაზებიც იყო. არადა, სამინისტროს მათ ასაშენებლად საჭირო თანხა თურმე ჯერ კიდევ 2013 წლის მეორე ნახევრიდან ედო ანგარიშზე.

საცურაო აუზი ჯერჯერობით ისევ რჩება ფესტივალის მასპინძელი ბაზების ნუსხაში, თუმცა ჯერ არც მისი მშენებლობა დასრულებულა. საბედნიეროდ, ვადებში ჩატევა უკვე აღარაა საეჭვო, მაგრამ მას არ გაუვლია პრაქტიკული შემოწმება. არადა, გარკვეული შიშები მასთან დაკავშირებითაც არსებობს.

იმედია, ეს მაინც არ გამართლდება და მეორე ბაზის ჩანაცვლება არ გახდება საჭირო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მთავრობა რა შუაშია 1წელიწადში მიხუინა აშენებდა შენობებს და მერე ხან სახურავი ძვრებოდა და ხან წყალი ჩადიოდა შენობაში ასე რო სტადიონის აშენებასაც დრო უნდა დაეწყო მიხუინას 2011 წელს მშენებლობა და არც იქნებოდა სალაპარაკო არაფელი.ზოგადად არიყო ეს დარბაზები პროექტში თავიდან და მიტომაც გვიან მოუვიდათ მისი აშენების იდეა ეს იყო და ეს ისე მსოფლიო პირველობისთვის ახალი დარბაზების აშენება იგეგმება ქუთაისში თელავში ბათუმში და თბილისში.
qutaiseli
11:58 15-05-2015
0
41
კახეთი
12:02 15-05-2015
0

სიახლეები პოპულარული