ბაქო 2015: ქართველ სპორტსმენთა კალენდარი პირველ ევროპულ თამაშებზე

AutoSharing Option
დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პირველი ევროპული თამაშები, თბილისის დროით 20:00 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება. ცერემონია ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. მის პირდაპირ რეპორტაჟს კი "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.


ევროპულ თამაშებში, რომელშიც 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი გამოვა, მონაწილეობას საქართველოს 105 წარმომადგენელი მიიღებს. ისინი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ.

ქართველ სპორტსმენთა დელეგაციის მედროშე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი იქნება.

ბაქოში უკვე იმყოფება სამთავრობო დელეგაცია და პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ევროპული თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას
დაესწრება.

ბაქო 2015. პირველი ევროპული თამაშები. კალენდარი
12 ივნისი
გახსნის ცერემონიალი 20:00

13 ივნისი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: დილის სესია: 10:00, საღამოს სესია: 19:00
გიზო მელაძე (59), მინდია წულუკიძე (71), ლაშა გობაძე (80), მიხეილ ქაჯაია (98).

კარატე. დილის სესია: 10:00, საღამოს სესია: 17:00
ირაკლი ტყებუჩავა (67)

ველოსპორტი. დილის სესია: 15:00, საღამოს სესია: 17:00

14 ივნისი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: დილის სესია: 10:00, საღამოს სესია: 19:00
საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), მათე სოფაძე (85), იაკობ ქაჯაია (130).

სპორტული ტანვარჯიში. დილის სესია: 10:00, საღამოს სესია: 14:00
თენგიზ კოშკაძე, ნატო ძიძიგური

კანოე. დილის სესია: 09:00, საღამოს სესია: 15:30
ვლადა კოსიცკა

15 ივნისი
სპორტული ტანვარჯიში. დილის სესია: 10:00, საღამოს სესია: 14:00
თენგიზ კოშკაძე, ნატო ძიძიგური

კანოე. დილის სესია: 14:00, საღამოს სესია: 16:30
ბადრი ყაველაშვილი, ზაზა ნადირაძე, ვლადა კოსიცკა

16 ივნისი
კრივი. დილის სესია: 12:30, საღამოს სესია: 18:00
სევერიან ჭილაძე (52), გიორგი გოგატიშვილი (56), ოთარ ერანოსიანი (60), ირაკლი მელიქიშვილი (64), ბადრი ხარძიანი (75), ლევან გულედანი (91), მიხეილ ბახტაძე (+91).

მშვილდოსნობა. დილის სესია: 09:00, საღამოს სესია: 17:00
ლაშა ფხაკაძე, ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე.

კანოე. დილის სესია: 09:00, საღამოს სესია: 15:00
ბადრი ყაველაშვილი, ზაზა ნადირაძე, ვლადა კოსიცკა

17 ივნისი
თავისუფალი ჭიდაობა. დილის სესია: 10:00, საღამოს სესია: 19:00
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ავთანდილ კენჭაძე (65), ჯუმბერ ყველაშვილი (74), ელიზბარ ოდიკაძე (97).

კრივი. დილის სესია: 12:30, საღამოს სესია: 18:00
გელა აბაშიძე (69), ნიკა სეხნიაშვილი (81)

ტყვიის სროლა. პნევმატური პისტოლეტი. დილის სესია: 09:15, საღამოს სესია: 17:00
ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, ცოტნე მაჭავარიანი

ბატუტზე ხტომა. დილის სესია: 18:15, საღამოს სესია: -
თენგიზ კოშკაძე, თამარ კაკაშვილი

მშვილდოსნობა. ქალები - გუნდური, შერეული წყვილები. დილის სესია: 09:00, საღამოს სესია: 14:00
ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე

18 ივნისი
თავისუფალი ჭიდაობა. დილის სესია: 10:00, საღამოს სესია: 19:00
ბექა ლომთაძე (61), დავით ტლაშაძე (70), ალექსანდრე ამინაშვილი (86), გენო პეტრიაშვილი (125).

წყალში ხტომა. დილის სესია: 09:00, საღამოს სესია: -
თამარ სიჭინავა

ველოსპორტი. დილის სესია: 13:00, საღამოს სესია: 16:15
გიორგი ნარეკლიშვილი

19 ივნისი
ტყვიის სროლა. სპორტული პისტოლეტი, ქალები. დილის სესია: 09:00 საღამოს სესია: -
ნინო სალუქვაძე

მხატვრული ტანვარჯიში. დილის სესია: 10:00, საღამოს სესია: -
სალომე ფაჟავა

20 ივნისი
ტყვიის სროლა. სპორტული პისტოლეტი, ქალები. დილის სესია: 10:00 საღამოს სესია: 13:00
ნინო სალუქვაძე

სასტენდო სროლა. მრგვალი სტენდი. ქალები. დილის სესია: 09:00 საღამოს სესია: 15.30
ნატალია პანასი

21 ივნისი
ბატუტზე ხტომა. დილის სესია: 10:00 საღამოს სესია: -
თენგიზ კოშკაძე, თამარ კაკაშვილი

წყალში ხტომა. დილის სესია: 09:00 საღამოს სესია: 19:00
თამარ სიჭინავა

ველოსპორტი. დილის სესია: 09:00 საღამოს სესია: -
გიორგი ნარეკლიშვილი, დიმიტრი ხოსიაური

მხატვრული ტანვარჯიში. დილის სესია: 14:30 საღამოს სესია: -
სალომე ფაჟავა

მძლეოსნობა. გუნდური. დილის სესია: 15:30 საღამოს სესია: -

22 ივნისი
მძლეოსნობა. გუნდური. დილის სესია: 15:30 საღამოს სესია: 21:45

ტყვიის სროლა. შერეული წყვილები. დილის სესია: 09:30 საღამოს სესია: 11:50

სამბო. დილის სესია: 10:00 საღამოს სესია: 19:00
ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), კახა მამულაშვილი (74), დავით კარბელაშვილი (90), ნოდარ მეტრეველი (+100), შორენა შარაძე (60), თეა სუხიტაშვილი (68).

23 ივნისი
ცურვა. დილის სესია: 09:30 საღამოს სესია: 17:30
აკაკი ვაშაკიძე

24 ივნისი
ცურვა. დილის სესია: 09:30 საღამოს სესია: 17:30
ჯუდერი ბიჭიკაშვილი, გიორგი ბიგანიშვილი, აკაკი ვაშაკიძე

ფარიკაობა. დილის სესია: 09:00 საღამოს სესია: 18:00
თეონა გოგლიძე

25 ივნისი
ძიუდო. დილის სესია: 12:30 საღამოს სესია: 19:00
ამირან პაპინაშვილი (60)

ფარიკაობა. დილის სესია: 09:00 საღამოს სესია: 18:15
თეოდორა კახიანი

26 ივნისი
ძიუდო. დილის სესია: 12:30 საღამოს სესია: 19:00
ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ესტერ სტამი, ნინო ოძელაშვილი (70).

ცურვა. დილის სესია: 09:30 საღამოს სესია: 17:30
გიორგი ბიგანიშვილი, აკაკი ვაშაკიძე

27 ივნისი
ძიუდო. დილის სესია: 12:30 საღამოს სესია: 19:00
ბექა ღვინიაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი (ორივე - 90), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100)

ცურვა. დილის სესია: 09:30 საღამოს სესია: 17:30
გიორგი ბიგანიშვილი, ჯუდერი ბიჭიკაშვილი

28 ივნისი
ძიუდო. დილის სესია: 10:00 საღამოს სესია: 14:00
გუნდური

დახურვის ცერემონიალი - 21:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრანსლაცია იქნება???
grisha
14:26 12-06-2015
0

სიახლეები პოპულარული