გრანდიოზული სანახაობა ბაქოში - ევროპული თამაშების გახსნის ცერემონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ივნისს, ბაქოში პირველი ევროპული თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. უჩვეულო სანახაობა, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებმა წარმოადგინეს, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ცერემონიაზე, რომელმაც თითქმის ორ საათს გასტანა, თამაშები გახსნილად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, საზეიმო ღონისძიებაში კი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მოედანზე საპატიო წრის შემოვლისას, ქართველ სპორტსმენთა დელეგაციის მედროშე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპულ თამაშებში, რომელიც 12-იდან 28 ივნისამდე გასტანს, 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი გამოვა. ბაქოში  საქართველოს 105 წარმომადგენელი, სპორტის 17 სახეობაში
იასპარეზებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული