ბაქო 2015: ელიზბარ ოდიკაძის ვერცხლი, ჯუმბერ ყველაშვილის ბრინჯაო

AutoSharing Option
ბაქოს პირველი ევროპული თამაშები 12 ივნისს გაიხსნა საზეიმოდ, ქართველმა სპორტსმენებმა კი პირველი მედლები მხოლოდ დღეს, 17 ივნისს, დაისაკუთრეს.

თუმცა, დღეს ერთბაშად მედლების სამი კომპლექტი მოვიპოვეთ.

ჯერ შერეულ წყვილებში მშვილდოსნებმა ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ მოიპოვეს ვერცხლის მედლები, შემდეგ კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იყოჩაღეს.

74 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ჯუმბერ ყველაშვილმა მოიპოვა, 97 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში კი ელიზბარ ოდიკაძემ იჭიდავა. სამწუხაროდ, ჩვენებური აზერბაიჯანელ ხეთაგ გაზიუმოვთან 1:3 დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა თქმა უნდა წარმატებაა ვერცხლისა და ბრიანჯაოს მედლების მოპოვება რისთვისაც მადლობა სპორტსმენება მაგრამ საერთოდ წარუმატებელია ქართული დელეგაციის გამოსვლა ბაქოში ჯერჯერობით იმედია იქნება ოწროც და არა ერთი
ემზარი
06:59 18-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული