ბაქო 2015: დღეს ევროპულ თამაშებზე პირველ ოქროს ველით!

AutoSharing Option
დღეს, 22 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას, რომლის ანგარიშზე 7 მედალია (3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო), მედლების რაოდენობის კარგი შანსი აქვს.

დღეს სამბისტები იჭიდავებენ, რომელთაგანაც ოქროს მოპოვებას ველოდებით. ჩვენი მთავარი იმედი ვახტანგ ჩიდრაშვილი (57) პირველ შეხვედრას ბულგარელ ბორისლავ იანაკოვთან ჩაატარებს. მასპინძელი ისლამ გასუმოვიც ბადის ამ მხარესაა.

კახა მამულაშვილი (74) თავდაპირველად სლოვენიელ ტადეი ცუტუკს დაეჭიდება, მოგების შემთხვევაში კი მეორე წრეში აზერბაიჯანელი გასიმოვი ელოდება.

სამბისტებიდან ყველაზე მეტად დავით კარბელაშვილს (90) არ გაუმართლა - მეოთხედფინალში ძლიერი რუსი, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი
ალსიმ ჩერნოსკულოვი ჰყავს, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი კიდევ ერთი მასპინძელი კანან გასიმოვი შეიძლება შეხვდეს.

მძიმე წონაში ნოდარ მეტრეველსაც ძნელი მოწინააღმდეგე ერგო - ბელორუსი იური რიბაკი.

გოგონებში შორენა შარაძე (60) რუს იანა კოსტენკოს ეჭიდავება, თეო სუხიტაშვილი (68) - ფრანგ ცელინე კონდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული