პარიზი ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლას იწყებს

AutoSharing Option
გუშინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 2024 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძლობისთვის იბრძოლებს.

ფრანგული ქალაქი რიგით მეოთხე კანდიდატი გახდა. უფრო ადრე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი შეიტანეს: რომმა, ბოსტონმა და ჰამბურგმა.

"გვჯერა, რომ ჩვენი განაცხადი სიხარულს მოუტანს და გააერთიანებს პარიზის მოსახლეობას და მთელ ქვეყანას", - განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნარ ლაპასემ.

პარიზი 1900 და 1924 წლებში მასპინძლობდა ზაფხულის თამაშებს. გარდა ამისა, წააგო 1992, 2008 და 2012 წლების არჩევნები.

ფრანგულ მხარეს ინფრასტრუქტურის შესაქმნელად 3 მილიარდი ევროს დახარჯვა აქვს დაგეგმილი, სხვა ხარჯებმა 3.2
მილიარდი ევრო უნდა შეადგინოს. საგანაცხადო პროექტის ღირებულება 60 მილიონ ევროს უტოლდება.

ელოდებიან, რომ განაცხადების შეტანის ბოლო ვადამდე - 15 სექტემბრამდე მეხუთე კანდიდატი გახდება უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი.

2024 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძელს 2017 წელს აირჩევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული