ჭრიკიშვილმა გზიდან ბულგარელი ივაილო ივანოვი, ესტონელი იევგენი სალაიევი და ბელორუსი ალიაქსანდრ სტსიაშენკა ჩამოიცილა (სამივე იპონით), ტატალაშვილმა კი ფრანგ ფლორენტ ურანის, სერბ ლიუბისა კოვაჩევიჩს და სლოვენიელ როკ დრაკშიჩს მოუგო.
ფინალის საგზურისთვის ჭრიკიშვილი გერმანელ სვენ მორეხს შეხვდება, ტატალაშვილი კი - ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს. ფინალური ბლოკი 18:00 სთ-იდან დაიწყება.
ბაქოში მხოლოდ ერთი შეხვედრა
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა წააგო ლაშა შავდათუაშვილმა ფრანგ პიერ დუპრატთან. ასევე წარუმატებელი სტარტი ჰქონდა ქალთა ტურნირში ნინო ოძელაშვილსაც (-70). ამავე წონაში პირველი ორთაბრძოლა კი მოიგო ესტერ სტამმა იტალიელ ჯულია კანტონისთან, მაგრამ შემდეგ ბრიტანელ სალი ქონვეის ვეღარ გაუმკლავდა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) მოიპოვა, სულ კი ბაქოს თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მონაგარი 11 მედალია - 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.