ბაქო 2015. ძიუდო: ჭრიკიშვილი და ტატალაშვილი ოქროსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ნუგზარ ტატალაშვილი ფინალში გასვლას ზეიმობს
დღეს, 26 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირში საქართველოს ექვსი წარმომადგენელი ჩაება. მათგან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილი (-73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81) აგრძელებენ, რომლებიც ფინალში გავიდნენ და შეეცდებიან, ქვეყანას თამაშებზე პირველი ოქროს მედლები მოუტანონ.

ჭრიკიშვილმა ყველა შეხვედრა სუფთად მოიგო. მან გზიდან ჯერ ბულგარელი ივაილო ივანოვი, ესტონელი იევგენი სალაიევი და ბელორუსი ალიაქსანდრ სტსიაშენკა ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი გერმანელი სვენ მორესხი შებოჭა. ფინალში ავთოს მეტოქე რუსი ივან ნიფონტოვი იქნება.

ტატალაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრამდე ფრანგ ფლორენტ
ურანის, სერბ ლიუბისა კოვაჩევიჩს, სლოვენიელ როკ დრაკშიჩსა და ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს სძლია. ფინალში ნუგზარის მეტოქე ებრაელი საგი მუკი იქნება.

ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 სთ-იდან დაიწყება.

ბაქოში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო უშანგი მარგიანმა, რომელმაც სლოვან მატუშ მილიჩოვსკისთან გამარჯვების შემდეგ გერმანელ ალეხანდერ ვიესზერზაკთან ბრძოლა ტრავმით დაასრულა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა წააგო ლაშა შავდათუაშვილმა ფრანგ პიერ დუპრატთან. ასევე წარუმატებელი სტარტი ჰქონდა ქალთა ტურნირში ნინო ოძელაშვილსაც (-70). ამავე წონაში პირველი ორთაბრძოლა კი მოიგო ესტერ სტამმა იტალიელ ჯულია კანტონისთან, მაგრამ შემდეგ ბრიტანელ სალი ქონვეის ვეღარ გაუმკლავდა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) მოიპოვა, სულ კი ბაქოს თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მონაგარი 11 მედალია - 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
შავდათუაშვილი გადაიყვანეთ 66 ში, უფრო ეფექტური იქნება და ტიტულებიც იქნება.
ჩემი პირადი აზრია
გიო
16:12 26-06-2015
0
გადაიყვანე რა წონას დაკლება არ უნდა? :)
ლაშა
17:09 26-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული