ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ებრაელი საგი მუკი იყო. ჩვენებურს სამი გაფრთხილება ჰქონდა, ებრაელს კი ორი, როცა ტატალაშვილი მეტოქის ფანდზე წამოეგო და იპონით დამარცხდა.
ეს საქართველოს დელეგაციის მე-12 მედალია. აქედან 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. მოგვიანებით 81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში იჭიდავებს ავთანდილ ჭრიკიშვილი.