ბაქო 2015. ძიუდო: ადამ ოქრუაშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი 27 ივნისს, მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ებრაელი ორ სასონი შებოჭა.

სულ ქართული დელეგაციის ანგარიშზე ევრიპულ თამაშებზე მოპოვებული 15 მედალია - 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოსი.

დღესვე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ვალერი ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა.

მძიმე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ლევან მატიაშვილმა, რომელმაც ოქრუაშვილთან მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ, რეპეშაჟში გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს კი მოუგო, თუმცა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს
რენატ საიდოვს ვეღარ აჯობა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ბექა ღვინიაშვილმაც (-90), რომელსაც საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისმა, იმავე ჯარჯი ზვიადაურმა აჯობა. მანამდე ღვინიაშვილმა ნახევარფინალში ლიპარტელიანთან წააგო.


ბაქოს თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირი 28 ივნისს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ ოქრუაშვილს და ვალერი მატიაშვილს
მაგარია..
მამუკა ჯიქია
09:51 28-06-2015
0
შენ გაიხარე ქართველო ვაჟკაცო.ყველა ძალიან გაგვახარე.ძალიან ამაყი ვიყავი როცა ჩემი ქვეყნის ჰიმნის ფონზე ჩვენი დროშა ყველაზე მაღლა იყო.კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ძიუდო საქართველოში განსაკუთრებულად ძლიერია.ამ ბიჭებს აუცილებლად უნდა ქონდეთ საკუთარი დარბაზი!
Inga
02:14 28-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული