20:25 27-06-2015
ბაქო 2015. ძიუდო: ადამ ოქრუაშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
AutoSharing Option
სულ ქართული დელეგაციის ანგარიშზე ევრიპულ თამაშებზე მოპოვებული 15 მედალია - 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოსი.
დღესვე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ვალერი ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა.
მძიმე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ლევან მატიაშვილმა, რომელმაც ოქრუაშვილთან მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ, რეპეშაჟში გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს კი მოუგო, თუმცა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს რენატ საიდოვს ვეღარ აჯობა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ბექა ღვინიაშვილმაც (-90), რომელსაც საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისმა, იმავე ჯარჯი ზვიადაურმა აჯობა. მანამდე ღვინიაშვილმა ნახევარფინალში ლიპარტელიანთან წააგო.
ბაქოს თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირი 28 ივნისს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მაგარია..