13:25 29-06-2015
როგორ დახვდნენ თბილისის აეროპორტში ბაქოში გამარჯვებულ ძიუდოისტებს [VIDEO]
AutoSharing Option
ოქროს მედალი მოიპოვეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა, ვერცხლის მედლები - ვალერი ლიპარტელიანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა, ხოლო ბრინჯაო - ამირან პაპინაშვილმა. ჯამში, ქართველი ძიუდოისტები ევროპის გუნდური ასპარეზობის ვერცხლისპრიზიორები გახდნენ.
ხუთივე სპორტსმენი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრია. საქართველოში დაბრუნებულ მედალოსან ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე დახვდნენ და სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს.
მომზადებულია police.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ვულოცავ ბიჭებს!