ოლიმპიზმი: სოკ-მა ოთხი ოლიმპიადა გაყიდა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018-2024 წლების პერიოდში გასამართი ოლიმპიური თამაშების ტელეტრანსლიაცების უფლება 1.3 მილიარდ ევროდ გაყიდა, - იტყობინება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.

კომიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო ამერიკულმა მედიაჰოლდინგმა Discovery Communications-მა. ტრანსლიაციების დიდ ნაწილს გადმოსცემს სპორტული ტელეარხი "ევროსპორტი", რომელიც ამ ჰოლდინგის საკუთრებაა.

"ეს ხელშეკრულება იმის გარანტია იქნება, რომ ოლიმპიური თამაშები მთელს ევროპას მოიცავს. ეს არის აგრეთვე გარანტია იმისა, რომ ყველა ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უფასო მაუწყებლობა. სპორტის მოყვარულებს საშუალება ექნებათ სიამოვნება მიიღონ ოლიმპიადის მაღალი დონის გაშუქებით", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომაშ
ბახმა.

2018 წელს ზამთრის ოლიმპიადა კორეის პიონჩანგში გაიმართება, 2020 წლის ზაფხულის თამაშებს კი ტოკიო უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია 2022 და 2024 წლის ოლიმპიადების ჩატარების ადგილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული