თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა.

ცერემონია თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ის დატვირთული იყო გრანდიოზული შოუთი, რომელიც ქართველმა რეჟისორებმა დადგეს.

წარმოდგენილი იყო არგონავტების ექსპოზიცია და ამ დადგმაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბალერინამ, ირმა ნიორაძემ.
იხილეთ ვიდეოები
ირმა ნიორაძემ ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე მედეა განასახიერა
Sportall.Ge
ყველაზე მასშტაბური ხორუმი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე
Sportall.Ge
"სუხიშვილების" სამაია რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე

Sportall.Ge

დრამერების შოუ "ერისიონის" ბიჭუნების შესრულებით
Sportall.Ge
ღონისძიების ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე საჰაერო ბურთით შემოიტანა აკრობატმა გოგონამ, რომელმაც ცეცხლი გადასცა ყოფილ ფეხბურთელ გელა
კეტაშვილს. სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში, გელა კეტაშვილის გარდა, მონაწილეობა მიიღეს პარაოლიმპიელმა თემურ დადიანმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.

ხოლო მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა.

საზეიმო ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს მედროშეებმა. მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა.

ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, 50 ევროპული ქვეყანა მონაწილეობს.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები ქართველ სპორტსმენებს. რაც შეიძლება მეტი ოქრო საქართველოსთვის.
Shalva73
22:44 26-07-2015
0
გამორჩეულად კარგი გახსნა იყო.გაგვაკვირვეთ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული