თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა.

ცერემონია თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ის დატვირთული იყო გრანდიოზული შოუთი, რომელიც ქართველმა რეჟისორებმა დადგეს.

წარმოდგენილი იყო არგონავტების ექსპოზიცია და ამ დადგმაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბალერინამ, ირმა ნიორაძემ.
იხილეთ ვიდეოები
ირმა ნიორაძემ ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე მედეა განასახიერა
Sportall.Ge
ყველაზე მასშტაბური ხორუმი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე
Sportall.Ge
"სუხიშვილების" სამაია რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე

Sportall.Ge

დრამერების შოუ "ერისიონის" ბიჭუნების შესრულებით
Sportall.Ge
ღონისძიების ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე საჰაერო ბურთით შემოიტანა აკრობატმა გოგონამ, რომელმაც ცეცხლი გადასცა ყოფილ ფეხბურთელ გელა
კეტაშვილს. სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში, გელა კეტაშვილის გარდა, მონაწილეობა მიიღეს პარაოლიმპიელმა თემურ დადიანმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.

ხოლო მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა.

საზეიმო ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს მედროშეებმა. მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა.

ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, 50 ევროპული ქვეყანა მონაწილეობს.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან კარგი პერფორმანსების კრებული იყო, ნებისმიერი მასშტაბის ტურნირს რომ დაამშვენებდა. ბაქოს ოლიმპიადის გახსნა მიუხედავად მაღალი ტექნოლოგიური უზრუნველყოფისა, ახლოსაც ვერ მოვიდოდა შინაარსით ამისგან. ნიჭიერები ვართ ქართველები, განსაკუთრებულად ნიჭიერები!!!
irakli apkhaidze
27 ივლისი 2015 13:01
0
ან სხვა გახსნებს არ უყურებთ, ან ამ ბოლო დროს აზერბაიჯანში რა დონის გახსნა იყო ეს ვერ ნახეთ, რა იყო ეს ტო :((( ძალიან ცუდი ორგანიზებული სუხიშვილების კონცერტი !!!
dave
27 ივლისი 2015 12:53
0
გოლოცავთ, ძალიან კარგი იყო!!!
ორთაჭლელი
27 ივლისი 2015 11:48
0
ოლიმპიური დროშა ნამდვილად უკუღმა დაკიდეს! აბა, ქართულ რეალობაში არსებულ ტრადიციებს ხომ არ დაარღვევდნენ ეს იდიოტები
pele
27 ივლისი 2015 09:49
0
პატარა ყოფილა საქართველოო.
გამართული 2-ზე (ან ვაი 3-ზე) ორგანიზაცია - აი ეს არის ჩვენი ადგილი.
მაგრამ მთლადაც არ გაემტყუნებათ. რომ იციდნენ - უნდა ისწავლონ. რომ ისწავლონ - უნდა აკეთებდნენ ამას ხშირად - ასეთი ფუფუნება კი საქართველოს არ გააჩნია.
ამკ
27 ივლისი 2015 07:34
0
გახსნა ნორმალური იქნებოდა, რომ არა უმძიმესი შეცდომები ოფიციალურ ნაწილში:
1) ასეთ ღონისძიებებს ოფიციალურად სახელმწიფოს მეთაური ხსნის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური კი პრეზიდენტია და არა პრემიერ-მინისტრი.
სიმპათია-ანტიპათიით ოფიციალური ღონისძიების გახსნა დაუშვებელია.
2) ოლიმპიური დროშის უკუღმა დაკიდება
3) ცეცხლის ჩაქრობა ანთების ნაცვლად...
უშანგი
27 ივლისი 2015 02:35
0
კარგი იყო ყველაფერი მაგრამ უფრო გრანდიოზული შეიძლებოდა
svani_7
26 ივლისი 2015 23:28
0
გამორჩეულად კარგი გახსნა იყო.გაგვაკვირვეთ.
TOT
26 ივლისი 2015 23:23
0
წარმატებები ქართველ სპორტსმენებს. რაც შეიძლება მეტი ოქრო საქართველოსთვის.
Shalva73
26 ივლისი 2015 22:44
0

სიახლეები პოპულარული