ცერემონია თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ის დატვირთული იყო გრანდიოზული შოუთი, რომელიც ქართველმა რეჟისორებმა დადგეს.
წარმოდგენილი იყო არგონავტების ექსპოზიცია და ამ დადგმაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბალერინამ, ირმა ნიორაძემ.
იხილეთ ვიდეოები
ყველაზე მასშტაბური ხორუმი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე
"სუხიშვილების" სამაია რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე
ღონისძიების ბოლოს ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე საჰაერო ბურთით შემოიტანა აკრობატმა გოგონამ, რომელმაც ცეცხლი გადასცა ყოფილ ფეხბურთელ გელა კეტაშვილს. სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში, გელა კეტაშვილის გარდა, მონაწილეობა მიიღეს პარაოლიმპიელმა თემურ დადიანმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ. ხოლო მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა.
საზეიმო ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნები წარმოადგინეს მედროშეებმა. მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა.
ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, 50 ევროპული ქვეყანა მონაწილეობს.
წყარო: interpressnews.ge