თბილისი 2015. ჩოგბურთი: ნიკოლოზ დავლიანიძე მეორე წრეში გავიდა

AutoSharing Option
"თბილისი 2015"-ის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ დავლიანიძემ უნგრელი მატე ვოროში 2 სეტში ანგარიშით 6:4 6:3 დაამარცხა.

პირველი სეტი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. დავლიანიძის გამარჯვება მის მიერ მეათე გეიმში გაკეთებულმა ბრეიკმა განაპირობა.

მეხუთე ნომრად განთესილმა ქართველმა ფავორიტმა უპირატესობა მეორე სეტშიც შეინარჩუნა, რომელიც მისთვის უფრო ადვილად წარიმართა.

"მატე ვოროშთან ნახევარი წლის წინაც მომიწია თამაში და მოვუგე. ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება სრულიად ლოგიკური იყო", - განაცხადა ნიკოლოზ დავლიანიძემ.

მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ მარტინ ჰუდს შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში ბერძენი აიტორ ზერდილასი ანგარიშით
6:4 6:1 დაამარცხა.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული