მიუხედავად 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში პირადი შედეგის საგრძნობლად გაუმჯობესებისა, ირაკლი კვარაცხელია 1/2-ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა. მისი დრო 4:06:27 იყო, რამაც საბოლოოდ კვარაცხელიას მხოლოდ მე-19 ადგილის დაკავების საშუალება მისცა. მხოლოდ 37-ე ადგილს დასჯერდა გიორგი ჭუმბურიძე.
საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო შედეგი ესპანელმა სესარ კასტრო ვალემ (valle cesar castro) აჩვენა. მისი დროა 3:57: 64. გამარჯვებულს მხოლოდ 7 მეასედით ჩამორჩა უნგრელი რიჩარდ მარტონი (Richard Marton).
1/2-ფინალები და ფინალები 17:00 საათზე
"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
წყარო: tbilisi2015.com