თბილისი 2015. ცურვა: ირაკლი კვარაცხელიამ პირადი შედეგი 11 წამით გააუმჯობესა

AutoSharing Option
400 მეტრზე ვაჟთა შორის თავისუფალი ყაიდით ცურვაში ირაკლი კვარაცხელიამ პირადი შედეგი 11 წამით გააუმჯობესა.

მიუხედავად 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში პირადი შედეგის საგრძნობლად გაუმჯობესებისა, ირაკლი კვარაცხელია 1/2-ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა. მისი დრო 4:06:27 იყო, რამაც საბოლოოდ კვარაცხელიას მხოლოდ მე-19 ადგილის დაკავების საშუალება მისცა. მხოლოდ 37-ე ადგილს დასჯერდა გიორგი ჭუმბურიძე.

საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო შედეგი ესპანელმა სესარ კასტრო ვალემ (valle cesar castro) აჩვენა. მისი დროა 3:57: 64. გამარჯვებულს მხოლოდ 7 მეასედით ჩამორჩა უნგრელი რიჩარდ მარტონი (Richard Marton).

1/2-ფინალები და ფინალები 17:00 საათზე
დაიწყება.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული