თბილისი 2015. ცურვა: საბა მდივანი და ალექსანდრე ლომიძე 1/2-ფინალს მიღმა დარჩნენ

AutoSharing Option
"თბილისი 2015"-ის ფარგლებში, 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში ქართველებიდან მონაწილეობას საბა მდივანი და ალექსანდრე ლომიძე იღებდნენ. მდივანმა 37-ე, ხოლო ლომიძემ 41-ე დრო აჩვენეს, რამაც მათ 1/2-ფინალში გასვლის საშუალება არ მისცა.

საკვალიფიკაციო გაცურვებში საუკეთესო შედეგი ჰოლანდიის წარმომადგენელმა ნილს კორსტანიემ (NYLS KORSTANJE) აჩვენა, რომელმაც დისტანცია 23:63-ში დაფარა. მან მეორეადგილოსან უკრაინელ მოცურავე ოლექსანდრ მოროზს (OLEKSANDR MOROZ) 15 მეასედი მოუგო. მესამე ადგილზე კი რუსი გლებ კასარევი (GLEB KARASEV) გავიდა შედეგით 23:89.

1/2-ფინალები და ფინალები 17:00 საათზე დაიწყება.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე
2015" target="_blank">თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული