ძიუდოს აკადემიის დარბაზისთვის დენის შეწყვეტაზე "თელასის" განმარტება

AutoSharing Option
საბურთალოს რაიონის დაახლოებით 15 ათას აბონენტს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თელასიდან" აცნობეს, დღეს, 12:35 საათზე, ავარიულად გამოირთო 110-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი "დიღომი 102", რომლითაც ელექტროენერგია ქვესადგურ "დიღომი-1"-ის მომხმარებელს მიეწოდებოდა.

მათივე ინფორმაციით, ავარიის გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდა საბურთალოს რაიონის დაახლოებით 15 ათას აბონენტს, მათ შორის, ოლიმპიურ ობიექტს, ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზს.

"ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის 13 წუთში, 12:48 საათზე სარეზერვო კვებაზე გადართვით აღდგა.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ავარიის მიზეზების დასადგენად და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად სს "თელასის" ტექნიკური სამსახური მუშაობს", -
აცხადებენ "თელასში".

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული