ჩოგბურთი
გრძელდება ქართველი ჩოგბურთელების წარმატებული გამოსვლა. ანა მაქაცარიამ მეორე წრე გაიარა. მან ბულგარელი გერგანა ტოპალოვა (GerganaTopalova) სამ სეტში ანგარიშით 6:1 2:6 6:3 დაამარცხა.მესამე წრეში ანა მაქაცარიას მეტოქე მეორე ნომრად განთესილი ლატვიელი დანიელა ვისმანე (Daniela Vismane) იქნება.
სამსაათიან დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა ნიკოლოზ დავლიანიძემ. ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელ მარტინ ჰუდს (Martin Hudd) 6:4 5:7 7:5 მოუგო და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
დავით ჭელიძე მესამე წრეში რუმინელ შტეფან პალოს შეხვდება, ხოლო ანა შანიძე ჩეხ ლუსი კანკოვას დაუპირისპირდება.
ცურვა
100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში გოგონებს საკვალიფიკაციო გაცურვაში საუკეთესო სლოვენიელი მოცურავე იანია შეგელი იყო. მეორე ადგილზე კი უნგრელი ანია ეველინ კეშელი გავიდა. კეშელმა ერთი ოქროს მედალი უკვე მოიგო და შეეცდება, კვარცხლბეკზე კიდევ ერთხელ ავიდეს.
დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა კვალიფიკაცია ვაჟთა შორის 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში. საუკეთესო შედეგი ჰოლანდიის წარმომადგენელმა ნილს კორსტანიემ (NYLS KORSTANJE) აჩვენა, რომელმაც დისტანცია 23:63-ში დაფარა, თუმცა მეორეადგილოსან უკრაინელ მოცურავე ოლექსანდერ მოროზს (OLEKSANDR MOROZ) მხოლოდ 15 მეასედი მოუგო. მესამე ადგილზე კი რუსი გლებ კასარევი (GLEB KARASEV) 23:89-ით გავიდა.
იხილეთ ქართველი სპორტსმენების შედეგები
ფრენბურთი
ფრენბურთში გოგონათა შორის A ჯგუფის შეხვედრაში თურქეთის ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. თურქმა გოგონებმა იტალიასთან გამარჯვების შემდეგ რუსეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.მეორე გამარჯვება მოიპოვა პოლონეთის ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმაც. პოლონელებმა საქართველოს განადგურების შემდეგ რუსეთსაც დიდი უპირატესობით 3:0 მოუგეს.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მეორე ტურში ბულგარეთთან ანგარიშით 0:3 წააგო (12:25, 13:25, 20:25).
მორიგი მარცხი განიცადა საქართველოს გოგონათა ნაკრებმაც. ჩვენი გოგონები იტალიასთან ასევე სამ სეტში დამარცხდნენ (15:25, 19:25, 18: 25).
ხელბურთი
წაუგებელია დანიის ხელბურთელ გოგონათა ნაკრები. ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტებმა მონტენეგრო ანგარიშით 29:16 დაამარცხეს.შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრები ამ დროისთვის A ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილს 2 ქულით ნორვეგია იკავებს, რომელიც ამ წუთებში გერმანელების წინააღმდეგ თამაშობს.
საქართველოს გოგონათა ნაკრები რუსეთთან ანგარიშით 16:34 დამარცხდა, ხოლო ვაჟებმა ფრანგებთან ანგარიშით 30:46 წააგეს.
კალათბურთი
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა გუნდი თურქეთთან გამარჯვების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ანგარიშით 74:81 დამარცხდა. გუნდში საუკეთესო კვლავ გიორგი ბითაძე იყო. მან კვლავ ორმაგი დუბლი, 21 ქულა/14 მოხსნა მიითვალა, თუმცა ჯგუფის უპირობო ფავორიტის დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.მძლეოსნობა
"თბილისი 2015"-ის შეჯიბრებების მეორე დღეს 800 მეტრზე რბენაში ფინალისტების ვინაობა გაირკვა. ნორვეგიელი მაილინ ედლანდი (Malin Edland) საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო იყო და დისტანცია 2:09:80-ში დაფარა. ფინალში მისი მთავარი კონკურენტი პოლონელი დარია ადრიანა ჩჟაპლა (Daria Adrianna Czapla) იქნება.ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა გოგონათა შორის 100 მეტრზე თარჯრბენის დისციპლინაში. საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე სწრაფი სლოვენიელი სპორტსმენი ნიკა გლოინარიჩი (Nika GloJnaric) იყო. მას ფინიშის ხაზის გადასაკვეთად 13.78 მეასედი დასჭირდა. 13.81 წამი იყო ირლანდიელი მოლი სკოტის (Molly Scott) დრო, ეს მისი პერსონალური რეკორდია და ფინალში სლოვენიელ მძლეოსანთან ერთად ოქროს მოპოვების უმთავრესი ფავორიტია.
ფავორიტი გამოიკვეთა ვაჟთა შორის 110 მეტრი თარჯრბენის დისციპლინაშიც. ესპანელმა ლუის ასენხომ (Luis Salort Asensio) დისტანცია 14.07 წამში დაფარა და ფინალში უპრობლემოდ გავიდა. მეორე ადგილი ჰოლანდიელმა ლუკ პეტერსმა (Luuk Peters) დაიკავა, რომელიც რბენის გამარჯვებულს 0.22 წამით ჩამორჩა.
ფინალისტები ცნობილია გოგონათა შორის სიმაღლეზე ხტომაში. ლიტველმა ურტე ბაიკსტიტემ (Urte Baikstyte), ლატვიელმა დაგნია ციემატნიეცმა (Dagnija Ciematniece), ჩეხმა იანა ნოვოტმამ (Jana Novotma), ფინელმა საარა ჰაკანენმა (Saara Hakanen), რუსმა ეკატერინა პრიხდონოვამ (Ekaterina Prikhdonova) და შვეიცარიელმა ფიონა რუეტიმანმა (Fiona Ruettimann) 1.72 მეტრის სიმაღლის ბარიერის დაძლევა მოახერხეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
ძიუდო
28 ივლისს ოლიმპიურ ფესტივალში ძიუდოისტები ჩაერთვნენ და ჩვენმა ნაკრებმა მედლების ანგარიში გახსნა. ჩემპიონები ბიაჯიო დი ანჯელო (50) და სოფია პეტიტო (44) გახდნენ.
ქართველებიდან ბრინჯაოს მედალი ზურაბ კახნიაშვილმა (50) და თემურ ნოზაძემ (55) მოიპოვეს.
ველორბოლა
ველომრბოლელმა პირონე ელენამ იტალიას პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მან ტრასა 14:12:430 წუთში გაიარა. ვერცხლის მედალი ფრანგმა კოპონი კლარამ (Copponi Clara) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი ბრიტანელ სპორტსმენს, დოლან ლორენს (Dolan Lauren) ერგო.ტანვარჯიში
სპორტულ ტანვარჯიშში შეჯიბრების პირველი დღე ვაჟთა გუნდურ პირველობას დაეთმო. საქართველოს ნაკრები (საბა აბესაძე, დიმიტრი გოვოროვი, იოანე ჯიმშელეიშვილი) საბოლოოდ მე-14 ადგილზე გავიდა - 152,1 ქულა.
ცალკეულ იარაღებზე კი დიმიტრი გოვოროვმა ხტომაში მესამე შედეგი აჩვენა და ფინალში იასპარეზებს. დღეს არენაზე გოგონების გუნდები გავლენ.
პირველი ადგილი გუნდურ შეჯიბრებაში ბრიტანეთის ნაკრებმა დაიკავა, მეორეზე იტალიელი ტანმოვარჯიშეები გავიდნენ, მესამეზე კი რუსები არიან.
28 ივლისს გათამაშებული მედლები:
ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო
"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
მომზადებულია tbilisi2015.com-ის მიხედვით