თბილისი 2015. ცურვა: მერი მუმლაძე და რუსუდან გოგინაშვილი 1/2-ფინალს მიღმა დარჩნენ

AutoSharing Option
დღეს 100 მეტრზე გოგონებს შორის ბრასით ცურვაში ქართველთაგან მერი მუმლაძე და რუსუდან გოგინაშვილი მონაწილეობდნენ.

პირველ მათგანს 1/2-ფინალში გასასვლელად მხოლოდ 92 მეასედი დააკლდა. მისი შედეგი 1:16:62 იყო. პირადი შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა გოგინაშვილმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ 31-ე ადგილს დასჯერდა და 1/2-ფინალს მიღმა დარჩა.

საკვალიფიკაციო გაცურვების საუკეთესო შედეგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კეტი ენ რობერტსონმა (Katie Ann Robertson) აჩვენა. მისი დროა 1:12:34. გამარჯვებულმა მეორეადგილოსან სლოვენიელ ტინა ჩელიკს (Tina Celik) მხოლოდ 12 მეასედით აჯობა. მესამეზე კი შვედი ჰანა ბრუნზელი (Hannah Brunzell) გავიდა.

1/2-ფინალები გოგონებს
შორის 100 მეტრ ბრასით ცურვაში დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული