პირველი საკვალიფიკაციო რბენის ყველა მონაწილე ფინალში გავიდა. გამარჯვებული ესპანელი ალექს კანტონსი (Aleix Salvador Porras Cantons) გახდა, რომელმაც დისტანცია 53.54 წამში დაფარა. ქართველმა დავიდ ლუკავამ (Davit Lukava) მიმდინარე სეზონში თავისი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - 54.54 წამი და მეორე ადგილზე გავიდა.
მესამე ადგილი ფინელმა ვესა კიტილამ (Vesa Kitilla) დაიკავა - 54.73 წამი, მეოთხე ადგილზე უნგრელი მარტონ დიაკი გავიდა (Marton Deak) - 55.14 წამი, მეხუთეზე კი - ბულგარელი დიმიტარ ბალევი (Dimitar Balev) 55.94 წამი.
მეორე
ორივე საკველიფიკაციო გარბენის საერთო ჩათვლაში დავით ლუკავა მესამე ადგილს იკავებს. ქართველი მძლეოსანი მედლის რეალური პრეტენდენტია.
ფინალური ეტაპი ვაჟთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში 30 ივლისს, 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
წყარო: tbilisi2015.com