თბილისი 2015. ძიუდო: ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მეხუთე მედალი ძიუდოისტმა ბაგრატ ნინიაშვილმა (66) მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ყველა მედალი ძიუდოისტთა ანგარიშზეა.

ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელი პაშა ალიევი გაფრთხილებებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული