ბეგლარაშვილს თვალზე სისხლჩაქცევა აქვს, რაც ძიუდოსთვის დამახასიათებელი ტრავმაა. მისი ინფორმაციით, ოლიმპიურ ჩემპიონს "ნიუ ჰოსპიტალში" გამოკვლევები ჩაუტარდა და სერიოზული პრობლემა არ აქვს. ამჟამად ბეგლარაშვილი ოლიმპიურ სოფელშია გადაყვანილი და გამოკვლევებს ხვალ გააგრძელებს.
ძიუდოისტმა რობინზონ ბეგლარაშვილმა, რომელმაც დღეს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა, თვალის ტრავმა მიიღო. მას თვალი სწორედ 29 ივლისს გამართული ასპარეზობის დროს დაუზიანდა, მოგვიანებით კი ტკივილი უფრო გაუძლიერდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ოფთალმოლოგიის კუთხით დამატებით კვლევებს საჭიროებს.
ასევე იხილეთ:
თბილისი 2015. ძიუდო: პირველი ოქრო საქართველოს [VIDEO]