თბილისი 2015. სპორტული ტანვარჯიში: დმიტრი გოვოროვი საქართველოს სახელით ფინალში იასპარეზებს

AutoSharing Option
სპორტულ ტანვარჯიშში, მრავალჭიდის ფინალში საქართველოს გუნდის წევრი დმიტრი გოვოროვი (Dmitrii Govorov) იასპარეზებს და გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

მრავალჭიდის ჩემპიონატში სულ 24 სპორტსმენი მონაწილეობს. ფავორიტები ბრიტანელი, იტალიელი და რუსი სპორტსმენები არიან. საკვალიფიკაციო ეტაპზეც ლიდერის პოზიციებს, 85.000 და 83.700 ქულით, ბრიტანელი ჯო ფრეიზერი Joe Fraser) და ლორენცო რეჯინი-მორანი (Lorezno Regini-Moran) იკავებენ.

საკვალიფიკაციო ეტაპზე დმიტრი გოვოროვმა ექვს იარაღზე იასპარეზა და 77. 050 ქულით 24 ფინალისტს შორის გასვლა შეძლო.

დღეს სპორტულ ტანვარჯიშში მედლების ორი კომპლექტი გათამაშდება და გოგონათა და ვაჟთა შორის მრავალჭიდის გამარჯვებულები გამოვლინდება.

"თბილისი
2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენი წელია, საქართველოში მკვდარია ეგ სახეობა. ახლა ბრინჯაოს მედალი მოიგო ადამიანმა და ერტი ინტერვიუ მაინც აგეღოთ. გაეგო ყველას მისი სახელი. უვარგისი ფეხბურთელების შემთხვევაში ლამის ბუცების ზომაზეც სტატიას წერთ...არ შეიძლება ასე.
ფრანიო
20:25 05-08-2015
0

სიახლეები პოპულარული