თბილისი 2015: საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მხოლოდ მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები, რომელიც დღეს, 31 ივლისს, იტალიის თანატოლთა გუნდთან 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 58:66 დამარცხდა.

იტალიელები ფესტივალზე მე-5 ადგილისთვის მატჩს 1-ელ აგვისტოს გამართავენ.

საქართველო-იტალიის შეხვედრაში მასპინძელთა გამოკვეთილი ლიდერი გიორგი ბითაძე იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (26 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა.

”ბოსნიასთან და ლატვიასთან ძალიან რთული თამაშები გამოვიარეთ. ამ მარცხს არ ველოდი. დღევანდელ მატჩში გვქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ გამძლეობა აღარ გვეყო და ბოლომდე კარგად ვერ ვითამაშეთ”, - თქვა ბითაძემ.

"თბილისი 2015"-ის
შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლატვიასთან არასწორი ტაქტიკით ვითამაშეთ,
ამ ტემპს ჩვენი ლიდერი ბითაძე ვერ აჰყვა,
ამით ჩვენივე ლიდერი გამოვთიშეთ თამაშიდან. თან თავდასხმაში ასე სწრაფად
ჩატანილ ბურთი სად წაეღოთ აღარ იცოდნენ,
იბნეოდნენ და უაზროდ ისროდნენ. ვერ ვხვდები, ტემპი რატომ არ შეუსაბამეს ბითაძის შესაძლებლობებს???!!!
Tengu
17:23 31-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული