დღეს, თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი ძიუდოისტებიდან ვაჟებში 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გოგა ქევხიშვილმა, გოგონებში კი 63 კგ-ში ნათია მიქაბერიძემ იასპარეზა.
სამწუხაროდ, გამოსვლა ორივემ უმედლოდ დაასრულა.
მეორე ორთაბრძოლის წაგების შემდეგ ნათიას მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება რეპეშაჟში შეეძლო, თუმცა იქ შვედ იდა ერიქსონს ვერ გაუმკლავდა.
პირველივე შეხვედრა იპონით წააგო ქევხიშვილმა, რომელმაც პოლონელ მიხალ იაცკევიჩის ბარიერი ვერ დაძლია.
ამ დროისთვის ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ანგარიშზე მოპოვებული 7 მედალია - 3 ოქრო და 4 ბრინჯაო.
"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
17:03 31-07-2015
თბილისი 2015: ქართველმა ძიუდოისტებმა მონაგარს დღეს ვერაფერი შემატეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული