ფრისბი ოლიმპიურ ოჯახშია

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესიაზე, რომელიც გუშინ მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში დასრულდა, ფრისბი ანუ მფრინავი დისკი სპორტის ოლიმპიურ სახეობად აღიარეს.

ფრისბის მსოფლიო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან აღიარებას ოლიმპიური კრიტერიუმების შესაბამისობით მიაღწია. მაგალითად. ორგანიზაციაში გაერთიანებული 62 ეროვნული ფედერაციისა და სქესთა თანაფარდობის წყალობით.

ფრისბის სპორტის ოლიმპიურ სახეობად აღიარება არ ნიშნავს მის შეყვანას ზაფხულის თამაშების პროგრამაში, თუმცა გარანტირებული ექნება ფინანსური დახმარება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან.

"სპორტის ჩვენი სახეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი ნაბიჯი გადაიდგა ოლიმპიური აღიარებისკენ. ფრისბი ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და
კანადაშია განვითარებული, სადაც სამი წელია არსებობს NBA-სა და NHL-ის მსგავსი პროფესიული ლიგა. ის პოპულარობას იხვეჭს, საკუთარ თავს ინახავს, თამაშები კი გადაიცემა ESPN-ის ტელეარხზე.

ჩვენ იმედი გვქონდა, რომ დისციპლინა, სახელწოდებით "ალტიმატი", შეტანილი იქნებოდა 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამაში, მაგრამ ამერიკულმა ქალაქმა ბოსტონმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან. ახლა, მოცდა მოგვიწევს", - წერია ფრისბის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სპორტის ამ სახეობის ძირითადი დისციპლინაა გუნდური თამაში - ალტიმატი. არსებობს დისკით თამაშის კიდევ ხუთი სახეობა - როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული