რა არის ფრისბი?
ფრისბი (მეორე სახელწოდება - მფრინავი დისკი) სპორტის ოლიმპიურ სახეობად აღიარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა კრიტერიუმი დაცულია და ახლა, ფრისბის აქვს შესაძლებლობა დაფინანსება მიიღოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტისგან.ფრისბი ჯერ არ არის შეყვანილი თამაშების პროგრამაში, მაგრამ შეტანილია განაცხადი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობაში ტურნირის ჩატარებაზე.
ბევრისთვის, ფრისბი - მარტივი
ალტიმატ-ფრისბიში ტურნირები რამდენიმე დივიზიონში იმართება: ღია, ქალების, შერეული. თითოეულისთვის შედგენილია რეიტინგი.
წესები
ალტიმატს შვიდ-შვიდი სპორტსმენისგან შემდგარი გუნდები თამაშობენ (ხუთ-ხუთი დარბაზში ან პლაჟზე). მატჩისთვის საჭიროა მინდორი, რომლის სიგრძე იქნება 64 მეტრი და სიგანე - 37 მეტრი. ამას ემატება 18x36 მეტრი ზომის ორი ზონა (ეს არის მეტოქეების ზონა).ანგარიში იცვლება მაშინ, როცა მოთამაშე დისკს მეტოქის ზონაში დაიჭერს. არ შეიძლება მინდორზე დისკით ხელში სირბილი - ის უნდა გადაადგილდებოდეს მხოლოდ პასის მეშვეობით. იმ მოთამაშეს, ვისაც ფრისბი უჭირავს, 10 წამი აქვს გადაცემის შესასრულებლად. დამცველს უფლება აქვს ჩაჭრას გადაცემა. ამასთან, გამორიცხულია ნებისმიერი ფიზიკური კონტრაქტი.
ალტიმატში მსაჯები არ არიან. არსებობს პერსონალი, რომელიც აკონტროლებს დროს, ანგარიშსა და ა. შ. ყველა საკამათო საკითხს გუნდები დამოუკიდებლად წყვეტენ.
ასევე არ არსებობს ეკიპირება. საკმარისია ფორმის ტარება, რომელიც გუნდების კუთვნილებას განასხვავებს. აკრძალულია საათის, სამკაულებისა და სხვა აქსესუარების გამოყენება, რამაც შეიძლება მეტოქის დაზიანება გამოიწვიოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
da sakmaod didi privelegia aq da bevris mixwevac shesadzlebelia.