ოლიმპიზმი: ტოკიოს ემბლემა მოპარულია?

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლოგოს დიზაინერი კენძირო სანო პლაგიატში ამხილეს. შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს შედგა ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ემბლემის პრეზენტაცია. მასზე გამოსახულია ასო "T", რომელიც მარტივი გეომეტრიული ფიგურებით არის შესრულებული.

მოგვიანებით, ბელგიელმა დიზაინერმა ოლივიე დებიმ, რომელმაც შეიმუშავა ქალაქ ლიეჟის თეატრის ლოგო, გამოთქვა აზრი, რომ მის ნამუშევარსა და 2020 წლის ოლიმპიადის ემბლემას შორის სერიოზული მსგავსებაა.

თუმცა, კენძირო სანომ უარყო მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები: "რა თქმა უნდა, თუ თქვენ ხელოვნებას ემსახურებით, გარკვეული საგნების გავლენის ქვეშ ხართ. თქვენ არ იწყებთ მუშაობას ნულიდან, რადგან
ყოველდღიური ცხოვრება გარკვეულ კვალს ტოვებს თქვენს ცნობიერებაში. მაგრამ, ხელოვანი ადამიანებისთვის საბაზო პრინციპი და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემაა ის, რომ არასოდეს მიმართოს პლაგიატს".

სანო უამრავი პრიზის მფლობელია, მათ შორის, ოქროს მედლები აქვს მოპოვებული რეკლამის საერთაშორისო ფესტივალებზე - "კანის ლომები" და "შავი ფანქარი" (უმაღლესი ჯილდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული