ოლიმპიზმი: ლოს ანჯელესი კანდიდატი გახდა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საბოლოოდ გადაწყვიტა - წარადგინოს ლოს ანჯელესის კანდიდატურა ზაფხულის 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა. განაცხადს მხარი დაუჭირა კომიტეტის დირექტორთა საბჭომ და ქალაქის მერმა ერიკ გარსეტიმ.

აშშ-ის დასავლეთის უმსხვილესი ქალაქი შეუერთდა საარჩევნო რბოლას, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობენ პარიზი, რომი, ბუდაპეშტი და ჰამბურგი. უფრო ადრე, ამ სიიდან ამოვარდა ბოსტონი.

ლოს ანჯელესი უკვე ორჯერ მასპინძლობდა ზაფხულის თამაშებს - 1932 და 1984 წლებში.

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული მხარე ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებას მიიღებს, ლოს ანჯელესში თამაშების
ჩატარება 6 მილიარდი დოლარი დაჯდება, - წერს გაზეთი "ლოს ანჯელეს თაიმსი".

2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს 2017 წლის ზაფხულში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე აირჩევენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული