მას სიკვდილით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში - თუ დაამტკიცებდა რუსი მძლეოსნების მხრიდან დოპინგის გამოყენებას. ამ ინფორმაციას ავრცელებს სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია (AIPS) შვეიცარიულ გაზეთ 24 Heures-ზე დაყრდნობით.
აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სენსაციურ ანგარიშში, რომელიც რუსი მძლეოსონების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტებს მიეძღვნა, ერთ-ერთი თავი სწორედ ლოზანას ანტისადოპინგო ლაბორატორიის მუშაობაზე მოგვითხრობს. კომისიის მონაცემებით ამ ლაბორატორიამ, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ბრძანების მიუხედავად, მოსკოვიდან გაგზავნილი 67 დოპინგ-სინჯი გაანადგურა.
სოგი თავისი
როგორც გამოცემა ამტკიცებს, სოგი ყვება იმის შესახებ, რომ "უცნაური დოპინგ-სინჯების" ჯერ კიდევ 2007 წლიდან ჩნდებოდა, უშუალოდ პეკინის ოლიმპიადის წინ. შედეგად, აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა შვიდი რუსი სპორტსმენი. "სისხლის ანალიზზე დაყრდნობით, ჩვენ შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ გადაცდომა არსებობდა. ეს შეეხებოდათ 2008 წლის ოლიმპიადის პოტენციურ მედალისტებს", - აღნიშნა მან.
სოგის თქმით, 2009 წელს, მან რუსეთიდან მუქარის ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა: "თქვენ იცით, როგორ ვმუშაობთ შვეიცარიულ მართლმსაჯულებასთან. კითხეთ ამის შესახებ ავიადისპეტჩერის ოჯახს, რომელიც გარეული იყო იუბერლინგენთან ახლოს მომხდარი კატასტროფის საქმეში".
2004 წელს მოკლეს შვეიცარიური კომპანია Skyguide-ის ავიადისპეტჩერი, რომელიც 2002 წლის ივლისში იმ ღამით მორიგეობდა, როცა გერმანიის თავზე "ბაშკირეთის ავიახაზების" თვითმფრინავი ტუ-154 კომპანია DHL-ის სატვირთო "ბოინგ-737"-ს შეეჯახა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"