ოლიმპიზმი. ტოკიო 2020: მთავარი არენა დაპროექტდა

AutoSharing Option
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მოიწონა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მთავარი სტადიონის ახალი პროექტი. ის მომზადებულია არქიტექტორ კენგო კუმასა და სამშენებლო კომპანია Taisei Corp-ის მიერ.

პროექტი ეფუძნება იაპონური ეროვნული არქიტექტურის ტრადიციებს და მასში გამოყენებულია შუასაუკუნეების ნაგებობათა მოტივები. სტადიონი ხაზგასმულად ეკოლოგიურია და კარგად არის შერწყმული ადგილობრივ ლანდშაფტთან.

პროექტის ღირებულებაა - 1.2 მილიარდი დოლარი. მშენებლობის დასრულება 2019 წლის ნოემბერშია ნავარაუდები.

უფრო ადრე, პრემიერმა აბემ უარი თქვა მთავარი სტადიონის პირველ პროექტზე, რადგან ის ხარჯიანი იყო, კერძოდ, 2.2 მილიარდი დოლარი ჯდებოდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული