რიო 2016: საქმე სერიოზულადაა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური ნაკრების წევრებმა, შესაძლოა, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები გამოტოვონ ბრაზილიაში ზიკას ვირუსის ეპიდემიის გამო. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო "როიტერი".

აშშ-ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ქვეყნის სპორტულ ფედერაციებს მიმართა განცხადებით - სპორტსმენები არ უნდა გამგზავრონ თამაშებზე, თუ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ დაავადების გავრცელების გამო.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში, ბრაზილიის მთავრობამ ურჩია ფეხმძიმე ქალებს - თავი შეიკავონ 2016 წლის ოლიმპიადაზე დასწრებისგან. ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ჟაკ ვაგნერმა აღნიშნა, რომ ადამიანების დანარჩენი ჯგუფებისთვის ზიკას ვირუსი სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

საერთო შეფასებით, ამერიკულმა
მხარემ საკუთარი განცხადებით გადაწყვიტა რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის მაქსიმალურად მოტივირება, რათა მან სასწრაფოდ იზრუნოს პრობლემის გადაწყვეტაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული