დოპინგი: ლონდონი და სოჭი გადამოწმდება

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო დირექტორმა რიჩარდ ბაჯეტმა განაცხადა, რომ რიო-დე-ჟანეიროს თამაშების წინ, ახალი მეთოდის გამოყენებით ხელმეორედ შეამოწმებენ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე აღებულ დოპინგ-სინჯებს.

მისი სიტყვებით, ყურადღება გამახვილდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც მომავალ თამაშებზე მედლების კანდიდატები არიან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რუს, კენიელ და ეთიოპიელ ათლეტებზე.

"რიოს ოლიმპიადის წინ, ლონდონში აღებულ ასობით სინჯს შევამოწმებთ, - ამბობს ბაჯეტი The Times-თან კომენტარში. - ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან და უკვე შევათანხმეთ - რომელ ქვეყნებსა და სპორტის სახეობებზე გავამახვილებთ ყურადღებას...

ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ რაც შეიძლება
მეტი სინჯი 8-10 წლის განმავლობაში, რადგან უცნობია, როგორ განვითარდება მეცნიერება უახლოეს პერიოდში. ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეების შემოწმება, შესაძლოა, კიდევ 4-5 წელი გაგრძელდეს".

პარალელურად, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა დევიდ ჰოუმენმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სოჭის 2014 წლის თამაშების ზოგიერთ დოპინგ-სინჯს შეამოწმებენ.

"იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ზოგიერთი სინჯი სასწრაფოდ უნდა გადამოწმდეს", - განაცხადა ჰოუმენმა Daily Mail-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული