დოპინგი: ARD ბრიტანეთზე გადაერთო

AutoSharing Option
გერმანულმა ტელეარხმა ARD-მ მორიგი სკანდალური დოკუმენტური ფილმის ჩვენება დააანონსა. ამჯერად, არხის ჟურნალისტებმა ბრიტანულ სპორტში დოპინგის გამოყენების ფაქტები გამოიკვლიეს.

"მორიგი დოპინგ-ისტორიის მოწმენი გახდებით. დიდი დოპინგ-სკანდალია ბრიტანეთში. სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, ლაპარაკია ფეხბურთზე", - დაწერა "ტვიტერზე" გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა.

მოგვიანებით, ეს თემა გააგრძელა ბრიტანულმა გაზეთმა The Sunday Times-მა. მისი ინფორმაციით, 38 წლის ექიმი მარკ ბონარი, რომელიც ლონდონის კერძო კლინაკაში მუშაობს, აკრძალული პრეპარატებით ამარაგებდა 150 წამყვან სპორტსმენს, მათ შორის, პრემიერლიგის მოთამაშეებს.

ბონარის მოქმედება ფარული კამერით არის გადაღებული. ექიმი თავის სამსახურში ათასობით ფუნტ
სტერლინგს იღებდა.

შეგახსენებთ, რომ ARD-მ სამი ფილმი აჩვენა რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტებზე, რამაც ანტისადოპინგო სააგენტოს გამოძიება და რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაცია გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული