ტოკიო 2020: ახალი ლოგო ტოკიოსთვის

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიადის ახალი ლოგო წარმოადგინა მას შემდეგ, რაც წინა ემბლემა პლაგიატად აღიარეს.

ახალ ოლიმპიურ ემბლემას რგოლის ფორმა აქვს - ჭადრაკის დაფის ოთხკუთხედებით გაწყობილი.

თითოეული ოთხკუთხედი სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის სიმბოლოს წარმოადგენს, აგრეთვე სამყაროს მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს, რომელიც სპორტის გარშემოა გაერთიანებული. ლოგოს ავტორია დიზაინერი ასაო ტოკორო, რომელმაც თავის ნამუშევარს "ჰარმონიული ემბლემა" უწოდა.

წინა ლოგო ოფიციალურად წარადგინეს 2015 წლის ივლისში. ემბლემად აირჩიეს ასო "T", რომელიც შედგენილი იყო გეომეტრიული ფიგურებით. პრეზენტაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბელგიელმა დიზაინერმა ოლივიე დებიმ
განაცხადა, რომ იაპონელთა ნამუშევარი ძალიან ჰგავდა ლოგოს, რომელიც მის მიერ იყო მოგონილი ორი წლის წინ ლიეჟის თეატრისთვის.

ტოკიოს საორგანიზაციო კომიტეტმა საგანგებო სხდომა ჩაატარა, რომელზეც ლოგოს შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული