განცხადება "ინსტაგრამზე" რივალდომ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რიო დე ჟანეიროში 17 წლის გოგონა მოკლეს.
"ყველაფერი უარესდება. ყველას ვურჩევ, ვინც რიოში ოლიმპიადაზე აპირებს ჩამოსვლას, ჯობია, სახლში დარჩეთ. აქ ჩამოსვლით თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
ამ შემთხვევაში საავადმყოფოების მდგომარეობასა და პოლიტიკურ ბარდაგზე საუბარიც არ მაქვს.
მხოლოდ ღმერთი თუ შეცვლის სიტუაციას ბრაზილიაში", - დაწერა რივალდომ სოციალურ ქსელში.