რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიადის მონაწილეებს თავს დაესხნენ

AutoSharing Option
აფროსნობაში ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების წევრები რიო-დე-ჟანეიროში შეიარაღებული მოზარდების თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში მომავალი ოლიმპიადისთვის ემზადებიან. ეს ინფორმაცია ესპანეთის აფროსნობის ფედერაციამ გაავრცელა.

ინციდენტი შაბათს დილით, სანტა-ტერეზას რაიონში მოხდა, როცა პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ფერნანდო ეჩავარი, მსოფლიოს ჩემპიონი ტარა პაჩეკო და მასი მწვრთნელი სანტი ლოპეს-ველასკესი სასაუზმოდ მიდიოდნენ.

როგორც ლოპეს-ველასკესმა განაცხადა, მას ორი პისტოლეტით შეიარაღებული ხუთი არასრულწლოვანი მიუახლოვდა. გუნდის არც ერთი წევრი არ დაზარალებულა, მაგრამ, მწვრთნელის თქმით, ეს "ძალიან არასასიამოვნო გამოცდილება იყო".

მას შემდეგ, რაც ბრაზილიამ ოლიმპიადის ჩატარების უფლება მიიღო, ქვეყნის
მთავრობამ დაიწყო მსხვილმასშტაბიანი პროგრამა ასეთ რაიონებში დანაშაულთან ბრძოლის მხრივ. ამ პროგრამის ფარგლებში, რიო-დე-ჟანეიროს ფაველებში პოლიციის 36 განყოფილება გაიხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული