"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში". ამ ფრაზას შემდეგი ახსნა აქვს: "პოლიციელებსა და მეხანძრეებს ხელფასს არ უხდიან და ყველა, ვინც რიო-დე-ჟანეიროში ჩავა, საკმარისად უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს თავს".
ორშაბათს იყო გამოცხადებული იმის შესახებ, რომ რიოს პოლიცია გაფიცვას ჩაატარებდა. პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, მათი მუშაობა პრაქტიკულად პარალიზებულია დაფინანსების არარსებობის გამო.
18 ივნისს, რიო-დე-ჟანეიროს შტატის ხელმძღვანელობამ რეგიონში ფინანსური თვალსაზრისით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამგვარმა ნაბიჯმა საშუალება უნდა მისცეს ხელისუფლებას - საჭირო
ზაფხულის ოლიმპიადა რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება.
* * *
ამასობაში, ბრაზილიის პოლიციამ დააპატიმრა 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ვედროდან წყალი გადაასხა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მონაწილეებს. თუმცა ხულიგანმა ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოახერხა. მოგვიანებით, ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციის წარმომადგენლებს აუხსნა, რომ ეს სანაძლეოს გამო გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელს მიიღებს ის.
ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლეს გამოასალმეს იაგუარი, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის ქალაქ მანაუში ჩატანის ცერემონიაში მონაწილეობდა. მხეცი ესტაფეტის ერთ-ერთ მონაწილეს დაესხა თავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"