რიო 2016: ოლიმპიადაზე ერთი რუსი მაინც იქნება

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომაშ ბახმა განაცხადა, რომ რუსი სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე რუსეთის დროშით გამოვა.

"კლიშინასთვის ჩვეულებრივი წესები მოქმედებს. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მას გამოსვლის ნება დართო და ახლა, ოლიმპიური ქარტიის მიხედვით, რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს. თუ კლიშინას აირჩევენ, ის რუსეთის ოლიმპიური გუნდის სრულუფლებიანი წევრი იქნება", - თქვა ბახმა.

შეგახსენებთ, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 10 ივლისს გამოაცხადა, რომ მხოლოდ დარია კლიშინამ მიიღო საერთაშორისო ტურნირებზე ნეიტრალური ათლეტის სტატუსით გამოსვლის ინდივიდუალური ნებართვა. დანარჩენ რუს მძლეოსნებს საერთაშორისო ფედერაციამ უარი
უთხრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული