დოპინგი: ისევ ძველი ცოდვები

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან ერთად მეორედ გადაამოწმა პეკინისა (2008 წელი) და ლონდონის (2012) ოლიმპიადების მონაწილეთა დოპინგ-სინჯები.

სულ შემოწმდა 534 სინჯი (386 - პეკინის თამაშებიდან და 138 - ლონდონის ოლიმპიადიდან), რის შემდეგაც 2008 წლის ოლიმპიადის 30 მონაწილის სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა, აქედან 23 სპორტსმენი რვა წლის წინანდელი თამაშების მედალისტია. სულ ეს 30 სპორტსმენი სპორტის ოთხ სახეობასა და რვა ქვეყანას წარმოადგენს.

რაც შეეხება ლონდონის ოლიმპიადას, აქ რიგით მეორე გა
დამოწმების შემდეგ, 15 სპორტსმენი ჩავარდა დოპინგზე. დადებითი შედეგი აჩვენა სპორტის ორი სახეობისა და ცხრა ქვეყნის ათლეტთა სინჯებმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 და 2012 წლების თამაშების მონაწილეთა სინჯების გადამოწმების პირველი ტალღისას, ხელმეორე ანალიზი ჩაუტარდა 719 დოპინგ-სინჯს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დროს და აგრეთვე თამაშების დასრულების შემდეგ, იქნება სინჯების გადამოწმების მესამე და მეოთხე ფაზაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული