და ეს იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე, ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ რუს სპორტსმენს მელდონიუმის გამოყენებაში ყველა ბრალდება მოუხსნა.
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის პუნქტი - რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა არ უნდა შეიყვანოს ნაკრებში ის სპორტსმენები, რომლებსაც სადოპინგო ისტორია გააჩნიათ. ეფიმოვა კი ერთხელ უკვე იყო დისკვალიფიცირებული", - განაცხადა ჟუკოვმა.
როგორც იცით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გარკვეული პირობები წაუყენა
ამ კატეგორიაში გადის უკვე ნახსენები იულია ეფიმოვა. ერთ-ერთ რუსულ ვებგვერზე გამოქვეყნა კიდევ რამდენიმე რუსი სპორტსმენის სია, რომლებიც იგივე მიზეზით ვერ ხვდებიან რიოში:
ნატალია ლოვცოვა (ცურვა)
ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი
მიხაილ დოვგალიუკი (ცურვა)
მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე
ანასტასია კრაპივინა (ცურვა)
ევროპის ჩემპიონი
ოლგა ზაბელინსკაია (ველოსპორტი)
ოლიმპიადის პრიზიორი
ილნურ ზაკარინი (ველოსპორტი)
ტურ დე ფრანსისა და ჯირო დ'იტალიას ეტაპების გამარჯვებული
სერგეი შილოვი (ველოსპორტი)
უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი
ანასტასია კარაბელშჩიკოვა (ნიჩბოსნობა)
ევროპის ჩემპიონი
ივან პოდშივალოვი (ნიჩბოსნობა)
ევროპის ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი
ტატიანა კაშირინა (ძალოსნობა)
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი
ანასტასია რომანოვა (ძალოსნობა)
მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
ვიქტორ ლებედევი (ჭიდაობა)
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი
P. S. გუშინ, გვიან გახდა ცნობილი, რომ ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ შვიდ რუს მოცურავეს აუკრძალა ოლიმპიადაზე გამოსვლა. ეფიმოვას, ლოვცოვას, კრაპივინასა და დოვგალიუკის გარდა, რიოში არ მიემგზავრებიან ნიკიტა ლობინცევი, ვლადიმირ მოროზოვი და დარია უსტინოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"